საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას დღეს პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე 12:00 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროებს.
პრესკონფერენცია პარტიის ოფისში გაიმართება.
პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე 26-27 მარტს იმსჯელა.