ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„კონფიდენციალურმა წყარომ მაცნობა, რომ დღევანდელი „რუსთავი 2"-ის კრება, წილების გადანაწილებაზე, პროტესტის ნიშნად დატოვეს „კურიერის" ჟურნალისტებმა: თამარ ბაღაშვილმა, ნათია ტრაპაიძემ, დავით კაკულიამ, ეკა გაგუამ და ნათია გოქსაძემ... სანდრო ეულის ქუჩაზე, კაფე „ესტრადას" მიაშურეს და მოვლენებს შორიდან აკვირდებოდნენ, არც მიხომ დარეკა უკრაინიდან, როგორც ელოდნენ და მორჩა კინო... ქიშმიშიანი ფლავი არ გამოგვაპაროთ, უხდება სამარხვო ქელეხს", - წერს ნინო ჯღარკავა.