logo_geo
eng_logo
ნიკა გვარამია უკმაყოფილო თანამშრომლებს პასუხობს
- +

26 მარტი. 2017. 03:53



სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" დირექტორი ნიკა გვარამია ნანუკა ჟორჟოლიანს, ვანო ჯავახიშვილს, მაია ასათიანს და სხვა თანამშრომლებს პასუხობს, რომლებმაც შიდა თათბირის პირდაპირ ეთერში ჩვენება გააპროტესტეს.


თავდაპირველად ნიკა გვარამიამ საკმაოდ ხისტად უპასუხა ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსს, რომელმაც თათბირის ჩანაწერის ამ სახით ეთერში გაშვება „საცვლების გამოფენას" შეადარა:


„ადამიანები, ვისაც ისტორიაში უპრეცენდენტო მოვლენის - კოლექტივისთვის მედიის გადაცემის პროცესის გასაჯაროება ბინძური თეთრეულის გამოფენა გონია, პირადად მე არც თუ მთლად ადეკვატური მგონია. და ეს ადამიანები თუ ჟურნალისტები არიან, მით უფრო."

 

მოგვიანებით კი ნიკა გვარამიამ კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა:


„... „რ2"-ელებს, ვისაც ეს პროცესები არ მოგეწონათ: პატივს ვცემ თქვენს პოზიციას. არავითარ ხინჯად არ მაქვს ჩარჩენილი გულში არც მე და დარწმუნებული ვარ, არც სხვას. თქვენ თუ თავისუფლად არ გამოთქვით თქვენი აზრი, რ2ის თავისუფლება რაღაა მაშინ?

 

ერთი გუნდი ვართ, და იმით ვართ ძლიერი, რომ აზრის გამოთქმის არ გვეშინია. უბრალოდ, უმრავლესობა წყვეტს, რაც სხვებს აზრის გამოთქმის უფლებას ვერამც და ვერამც ვერ წაართმევს!

 

წარმატებები ყველას ჩვენ ერთად!".

შეგახსენებთ, დღეს ჩატარებულ თათბირზე გადაწყდა, რომ წილების გადაცემის პროცესში ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული, ამიტომ უნდა შეიქმნას შპს „რუსთავი 2" ჩვენია". დღესვე კოლექტივმა სამაუწყებლო კომპანიის ყველა დეპარტამენტიდან კენჭისყრით აირჩია წარმომადგენელი, მათ შორის ყველაზე დიდია ჟურნალისტების ჯგუფი. რამდენიმე ჟურნალისტი და ტელესახე თათბირს არ ესწრებოდა.

 

 

 

წყარო: allmedia.ge

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner