logo_geo
eng_logo
შალვა რამიშვილი: ასეთი „სიაბანდობა“, რაც გვარამიამ უვიც „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ჩაუტარა, კაი ხანია არ მინახავს
- +

26 მარტი. 2017. 12:07



ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„მე ასეთი „სიაბანდობა", რაც გვარამიამ და კამპანიამ ბიზნესში უვიც „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს და სტაფს ჩაუტარა, კაი ხანია არ მინახავს. გვარამიას უნდა, რომ მიშას გაა...ეინოს ტელევიზიდან. ამიტომ მის ინტერესებში შედის, რომ „რუსთავი 2"-ის მაკონტროლებელი წილები გადანაწილდეს არა მთელს კოლექტივზე (1000 კაცზე), არამედ ცოტა ხალხზე, რომელთაც გვარამა უკეთ გარულამს.

 

ამიტომ ჯიგრები აფუძნებენ შპს-ს, რომლის მეწილეები იქნებიან „რუსთავი 2"-ის ყველა განყოფილებიდან გარკვეული ქვოტით განსაზღვრული წარმომადგენლები. ეს შპს კი, თავის მხრივ, გააკონტროლებს ტელევიზიას.

 

ზემოაღნიშნული გახლავთ „სუპერ არასპრავედლივი": რატომ უნდა მისცე გრიმიორს იგივე ოდენობის წილი (ან დაჟე ნაკლები) რაც მაგ. საინფორმაციოს უფროსს? ვისი შრომა წერს მეტ რეიტინგს?

 

რა პონტში ირჩევენ „რუსთავი 2"-ის განყოფილებები და კონტრატორი ფირმები თავიანთი ქვოტიდან მეწილეებს? რა ნიშნით არჩევენ კონკრეტულ ინდივიდებს? ან რატომ უდებენ პირობას, რომ თუ მაგ. საღინაძის და მშვილდაძის კანტორამ ჩ.ც.დ.-ს გარდა სხვა სერიალი გადაუღო მაგ. „კავკასიას", მაშინ მათ „რუსთავი 2"-ის წილი „აეხევათ". რატო უკლავენ ბიზნესს?

 

ზოგადადაც, დებილობა ხდება. კომპანია, რომელიც ახლა ღირს (პოლიტიკური მდგენელის გათვალისწინებით) 100 000 000 ლარამდე, აი, ასე ღია ეთერში გამართულ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა „თათბირზე" იჭრება და იხერხება და ნაწილდება.

 

ამასთან კოლექტივს ატყუებენ,  რომ თქვენ ტელევიზიიდან დივიდენს ვერასოდეს ვერ აიღებთო (საიდან დაასკვნეს?) შპს-ში წილის ფლობა შპს-ს ბალანსზე არსებული ქონების წილში ყოფნას არ ნიშნავსო (დებილური ტყუილი) ყველას რომ დაგირიგოთ წილები დომხალია და არაფექტური იქნებაო და ამიტომ, დავაი, ახლავე ავირჩიოთ მეწილეებიო (ეჩქარებათ ძაან).

 

მერე რაც მოხდა ყველას გაგაოცებთ... გვარამია იძახოდა თავის ჯილების სახელებსა და გვარებს და ხელის აწევით მიდიოდა წილების გადანაწილება დაახლოებით ასე: „ჩემი საყვარელი წიკო, ჰა შენ წილი".

 

„ოლიჩკა ჰა შენ წილი", „ჯაფარა სადაა? ჯაფარ ჰა შენ წილი".

 

ეს ყოველივე იმდენად არასწორი, არაბიზნესური, არაადექვატური იყო რომ სირცხვილის და სიბრალულის გრძნობას იწვევდა მხოლოდ.

 

აი, ასე დაანაწევრეს „რუსთავი 2" და გაატყავეს ჯერ არმოკლული დათვი.

 

მე არ მევასება მიშა სააკაშვილი. არ მგონია, რომ მაგარი პოლიტიკოსია. მიმაჩნია, რომ ქვეყანა უკან დახია. ჰქონდა და აქვს ათასი ხუშტური, რომლის შესრულებისას დანაშაულებს სჩადიოდა და თანამოქალქეებს ამწარებდა!" - წერს შალვა რამიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner