BBC-ის ინფორმაციით, ბანგლადეშის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 50 ადამიანი. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" საკუთარ თავზე აიღო.
აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა შორის ორი სამართალდამცველია.
სამართალდამცველებმა დაახლოებით 24 საათის წინ ქალაქში ექსტრემისტების ჯგუფი აღმოაჩინეს. „ბოევიკები" ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში გამაგრდნენ, რომელშიც იმ მომენტისთვის 70 ადგილობრივი მცხოვრები იმყოფებოდა. პოლიციის თანამშრომლები განმარტავენ, რომ მათ ტერორისტებს დანებებისკენ მოუწოდეს, რაზეც ექსტრემისტებმა უარი განაცხადეს, ამის შემდეგ სპეცდანიშნულების სამსახური შეტევაზე გადავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე დაეშმა აიღო, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები არ იმყოფებიან. ხელისუფლება ტერაქტზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ ისლამისტურ დაჯგუფებას „ჯამაათ-ულ-მუჯახედინ ბანგლადეშს" აკისრებს.