მხატვარი შოთა გლურჯიძე „რუსთავი 2"-ის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ჯერ მოუკვლელი დათვის ტყავის გაყოფას ჰგავს „H2R2"-ის არარსებული წილების განაწილება.
რატომღაც გამახსენდა „ზამთრის სასახლიდან" ნაძარცვი ქურქებით და ფრაკებით რომ დარბოდნენ სამეფო სარდაფებიდან გამოტანილი ასწლოვანი კონიაკით გალეშილი ბოგანო-ბასიაკები პეტერბურგის ქუჩებში.
დღეს თანამედროვე გათავხედებული შარიკოვები, გაბრუებულები და აღტკინებულები დაუსჯელობით, „სტრასბურგის მორიგის" და „ოდეს-ტურფას" წაქეზებით, უკვე ინაწილებენ ვირტუალურად დათო დვალის და ჯარჯი აქიმიძის ქონებას!!!" - წერს შოთა გლურჯიძე.