logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: SOS! თბილისი უნდა გავწმინდოთ ვანდალი არაბებისგან!
- +

26 მარტი. 2017. 13:14



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„SOS!!! მთვრალმა არაბმა მარჯანიშვილზე ეკლესია დაარბია. რამ დაგაბეჩავათ, როგორ გძინავთ ღამე, როდესაც თქვენს თვალწინ ეკლესიას შეურაცხყოფენ. ხელები მიკანკალებს და ბრაზისგან მზად ვარ ყველა ვანდალს გავუსწორდე!!! თბილისი უნდა გავწმინდოთ ვანდალი არაბებისგან!!! ამაზე მაინც ამოიღეთ ხმა და გვერდით დამიდექით. შეხედეთ მთვრალი არაბი თბილისში ეკლესიის კარებს ანგრევს და ჩვენს სიწმინდეებს ლეწავს. ჭამეთ მათი შაურმა და ქართველი გოგოები კლუბებში მიუყვანეთ. ეს ხდება თბილისში, რომელიც, თავის დროზე, დიდმა დავითმა არაბების რამდენიმესაუკუნოვანი ბატონობისგან ბრძოლით და სისხლით გაათავისუფლა. დავდგეთ და ვუყუროთ 21-ე საუკუნეში არაბებისგან ოკუპირებულ ე.წ.პლეხანოვის გამზირზე როგორ თელავენ ფეხქვეშ ჩვენს სიწმინდეებს?

 

დადგა დრო, რომ ეს არაბები და აფრიკელები გავუშვათ თავიანთ ქვეყნებში და ავუკრძალოთ საქართველოში შემოსვლა. ქართველმა ერმა უნდა გადაწყვიტის ეს საკითხი. დადგა დრო, გაიმართოს ქართველთა მარში - დავიწყოთ პლეხანოვის გამზირიდან. ვინც მზად ხართ, დაწერეთ და მოემზადეთ!" - წერს სანდრო ბრეგაძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner