logo_geo
eng_logo
ნაირა გელაშვილი ლაიფციგის წიგნის ბაზრობის მთავარ მოვლენად იქცა
- +

26 მარტი. 2017. 13:48



ქართველი მწერალი ნაირა გელაშვილი გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გამართული წიგნის საერთაშორისო ბაზრობის მთავარ მოვლენად იქცა.


23 მარტს, ლაიფციგის წიგნის ბაზრობის პრესტიჟული ლიტერატურული პლატფორმა Das Blaue Sofa-ის ფარგლებში ქართველმა მწერალმა ნაირა გელაშვილმა რომანის „მე ის ვარ" უახლესი გერმანულენოვანი თარგმანი წარადგინა. რომანი ცნობილმა და გავლენიანმა გამომცემლობამ Verbrecher Verlag Jörg Sundermeier 2016 წელს გამოსცა.


შეხვედრამ 40 წუთს გასტანა. გერმანელი მკითხველი დიდი ინტერესით უსმენდა ნაირა გელაშვილს, რომლის რომანიც წლევანდელი ბაზრობის მთავარ ლიტერატურულ მოვლენად აღიარეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner