პენტაგონის ინფორმაციით, ვღანეთში „ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერი კარი იასინი ლიკვიდირებულია. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ იასინი ასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლის მოსპობაზეა პასუხისმგებელი, მათ შორის ორი ამერიკელი ჯარისკაცის სიკვდილზეც.
„ალ-ქაიდას" ლიდერის ლიკვიდირება 19 მარტს განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს მოხდა.
„კარი იასინის სიკვდილი ცხადყოფს, რომ ტერორისტები, რომლებიც ისლამს შეუარცხყოფენ და გამიზნულად ესხმიან თავს მშვიდობიან მოსახლეობას, მართლმსაჯულებას ვერ ასცდებიან", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა.