ინგლისის დასავლეთ ნაწილში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად შენობა ჩამოინგრა. დაშავდა 30 ადამიანი, 2 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
შემთხვევა ლივერპულის მიდამოებში ქალაქ ბებინგტონში მოხდა. ჩამონგრეულ შენობაში ცეკვის სტუდია იყო განთავსებული.
Liverpool Echo-ს რეპორტიორის თქმით, კატასტროფის ადგილზე სასწრაფო დახმარების 12 ბრიგადა და 40 მეხანძრე იყო მობილიზებული. თემთა პალატის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ელისონ მაკგოვერნმა, „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ვითარება მძიმეა. მან მოსახლეობას მოუწოდა არ მიუახლოვდნენ შემთხვევის ადგილს და სამაშველო სამსახურებს სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა მისცენ.