logo_geo
eng_logo
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ტრამპის ანკესზე წამოგება არ ღირს
- +

26 მარტი. 2017. 15:01



გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა NATO-სთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებები გააკრიტიკა.


„ჯერ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ NATO მოძველდა. ეს ასე არ არის, შემდეგ ის გვადანაშაულებს, რომ გერმანიას NATO-ს ვალი აქვს, მაშინ როდესაც NATO-ში არ არსებობს დავალიანების ანგარიშები. ბოლოს, ის ამტკიცებს, რომ ვიდრე პრეზიდენტია აქტიურად უნდა მოხდეს სახსრების ინვესტირება NATO-ში. ყველაფერი ეს ქიმერაა", - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.


მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „ტრამპის ანკესზე წამოგება არ ღირს".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner