გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა NATO-სთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებები გააკრიტიკა.
„ჯერ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ NATO მოძველდა. ეს ასე არ არის, შემდეგ ის გვადანაშაულებს, რომ გერმანიას NATO-ს ვალი აქვს, მაშინ როდესაც NATO-ში არ არსებობს დავალიანების ანგარიშები. ბოლოს, ის ამტკიცებს, რომ ვიდრე პრეზიდენტია აქტიურად უნდა მოხდეს სახსრების ინვესტირება NATO-ში. ყველაფერი ეს ქიმერაა", - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „ტრამპის ანკესზე წამოგება არ ღირს".