logo_geo
eng_logo
თურქეთში ევროკავშირის წევრობის საკითხზე შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს
- +

26 მარტი. 2017. 15:36


 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთის ევროკავშირის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გამორიცხავს.


საყოველთაო გამოკითხვა შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ 16 აპრილს დანიშნული რეფერენდუმის შემდეგ ჩატარდეს.


ოფიციალური ანკარა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებებს ბრიუსელთან 2005 წლიდან აწარმოებს, თუმცა, ბოლო პერიოდში ანკარასა და ევროპას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა. უთანხმოებების გამო თურქეთი ვიზა-ლიბერალიზაციის სანაცვლოდ, ევროკავშირთან მიგრანტების კრიზისზე მიღწეული შეთანხმების გადახედვასაც არ გამორიცხავს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner