The Independent-ის ინფორმაციით, ოჰაიოს შტატში, ქალაქ ცინცინატში ღამის კლუბ Cameo-ში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოცემის ცნობით, თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.