logo_geo
eng_logo
აშშ-ში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა
- +

26 მარტი. 2017. 16:54



The Independent-ის ინფორმაციით, ოჰაიოს შტატში, ქალაქ ცინცინატში ღამის კლუბ Cameo-ში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.


გამოცემის ცნობით, თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner