logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: გვარამიამ ახალი ტყუილების გასავრცელებლად პლაცდარმი მოიმზადა...
- +

26 მარტი. 2017. 16:55



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „რუსთავი 2"-ის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„რუსთავი 2"-ზე გასული გუშინდელი შოუს შესახებ, ფაქტობრივად, ერთგვაროვანი გამოხმაურებები ისმის და ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამ აღტაცებულ პათოსს, რადგანაც არავინ არ ამბობს იმ რეალურ მიზეზს, თუ რატომ დადგა გვარამიამ ეს შოუ.

 

1. აქციების კოლექტივისთვის განაწილებით, მან მოიმზადა პლაცდარმი დასავლეთში, კერძოდ სტრასბურგში და ე.წ. გავლენიან არასამთავრობო, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში ახალი ტყუილების გასავრცელებლად, იმ „შეფუთვით", რომ ამჯერად სახელმწიფო კონკრეტული ბიზნესმენის წინააღმდეგ კი არა, ჟურნალისტების წინააღმდეგ იბრძვის, რაც დოკუმენტალურად იქნება გაფორმებული და იმის ძახილს, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება.

 

2. თანამშრომლებს „ნათლად" აუხსნა, რომ აქციების ფლობა, არანაირ მატერიალურ მოგებას არ იძლევა და სხვა სამსახურში წასვლის შემთხვევაში მფლობელი ავტომატურად კარგავს აქციას. ამას პლუს ის გაურკვეველი და ჩახლართული სქემა, რომლის მიხედვითაც ნაწილდება 51%, რომელიც არის კომპანია „საქართველოს" 51% (თუ რაღაც ეგეთი).

 

3. მოსახლეობის იმ ნაწილში, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ზუსტ ინფორმციაზე, დარჩება განცდა გვარამიას „დემოკრატობის", „რუსთავი 2"-ის მწირი შემოსავლებისა და გუნდის ერთიანობის შესახებ (რამდენჯერმე სპეციალურად გამეორებული ფრაზა - თუ რამე მოგება იქნება, კამერებს ვიყიდით!)

 

4. გუშინდელი შოუ დღეს რომ გასულიყო ეთერში, ხალხს „კომედი შოუს" ახალი სკეტჩი ეგონებოდა, ამიტომ საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილმა არასერიოზულად აღიქვა და მათი რეაქციაც ზუსტად ისეთი იყო, რასაც გვარამიას უფროსობა ელოდა.

 

კიდევ არის რამდენიმე საინტერესო ნიუანსი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გვარამია და მისი ბატონები აბსოლუტურად სწორად გათვლილ სქემას მიჰყვებიან. ეს სქემა კი „ნაცების" მწირ გონებაში ვერ მომწიფდებოდა, აქ ე.წ. „ევროპული საქართველოს" და კონკრეტულად ბოკერიას „კვალი იკვეთება", - წერს გია გაბრიჭიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner