tvrain.ru-ს ინფორმაციით, დღეს მოსკოვში გამართულ ანტიკორუფციულ მიტინგზე 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
დაკავებისას პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციაზე რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, აქციის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნიც დააკავეს.
მსგავსი ანტიკორუფციული აქცია რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა.
რამდენიმე კვირის წინ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციამ რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის კორუფციული გზით ქონების დაგროვების შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.