სააგენტო „Reuters"-ის ინფორმაციით, მოსულში „ისლამური სახელმწიფოს" მიერ დანაღმული ერთ-ერთი შენობის ნანგრევებიდან 61 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
ნიშნები, რომ შენობა აშშ-ის კოალიციური ძალების ავიადარტყმების შედეგად დაინგრა, არ იკვეთება, შენობასთან ახლოს კი დანაღმული ავტომანქანა აღმოაჩინეს.
ამერიკის სარდლობის ინფორმაცია მოსულის მოვლენებზე ბოლო პერიოდში თვითმხილველების ჩვენებებისგან განსხვავდება, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში 200-ზე მეტი ცხედრის აღმოჩენის შესახებ იუწყებიან.