logo_geo
eng_logo
რუსეთის სასამართლომ იეჰოვას მოწმეებს საქმიანობა აუკრძალა
- +

26 მარტი. 2017. 22:04



BBC- ის ინფორმაციით, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით, უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების რელიგიურ გაერთიანებას საქმიანობა აუკრძალა. რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ იეჰოვას მოწმეები რელიგიური საქმიანობით არღვევენ ქვეყნის ანტიექსტრემისტულ კანონმდებლობას.


„ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ ადამიანებს, რომ არავითარი კავშირი არ გვაქვს ექსტრემისტებთან. ჩვენ კეთილსინდისიერი მოქალაქეები ვართ, რომლებიც ვიხდით გადასახადებს და ვიცავთ კანონს", - განაცხადა „რუსეთში იეჰოვის მოწმეების" ხელმძღვანელმა იაროსლავ სივულსკიმ.


აღნიშნული რელიგიური გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტის საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო 5 აპრილს მიიღებს.


„იეჰოვას მოწმეების" ორგანიზაცია 1931 წელს აშშ-ში „ბიბლიის მკვლევარების" განხეთქილების შედეგად წარმოიქმნა. 2012 წლის მონაცემებით რუსეთში ორგანიზაციას 168 683 წევრი ჰყავს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner