logo_geo
eng_logo
საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება პრემიერ-მინისტრს მიმართავს
- +

26 მარტი. 2017. 22:48



პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება დარგში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მიმართავს:


„აღნიშნული არაკოორდინირებული და ფრაგმენტული ინიციატივები საფრთხეს უქმნიან ქვეყანაში ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და აღრმავებენ დარგში არსებულ კრიზისს როგორც ფინანსური, ასევე პაციენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვის კუთხით.

 

22 მარტს გამართულმა ფსიქიატრთა საზოგადოების ყრილობამ მიიღო მიმართვა გადაწყვეტილების მიმღები უწყებებისადმი:

 

მოვითხოვთ: 1. დაუყოვნებლად აღდგეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან არსებული დარგობრივი საბჭოების მუშაობა, რათა პროფესიული თემი ჩართული იყო დარგში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარება მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით და ნებისმიერი ადმინისტრაციული გადაწყვეტილება ემსახურებოდეს ფსიქიატრიული დახმარების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ფსიქიატრიული პაციენტისათვის ღირსეულ პირობებში ფსიქიატრიული დახმარების მიწოდებას;

 

2. უმოკლეს ვადაში დაიწყოს მსჯელობა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბერის №638 დადგენილებით (პროგრამული კოდი 35 03 03 01) განსაზღვრული დაფინანსების მეთოლოგიის გადახედვაზე;

 

3. დაიწყოს მოლაპარაკება მულტიპროფილურ კლინიკებში მოზრდილთა ფსიქიატრიული განყოფილებების აღდგენაზე ან ახალის გახსნაზე;

 

4. გაიზარდოს ბავშვთა ფსიქიატრიული განყოფილების დაფინანსება;

 

5. მოგვეწოდოს ინფორმაცია, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება ფსიქიატრიული დაწესებულებების პრივატიზაციის შესახებ და რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ პროცესმა ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის განვითარებას;

 

6. მოგვეწოდოს ინფორმაცია, თუ რა მიზანს ემსახურება ბედიანისა და სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოების, აგრეთვე ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრების გაერთიანება და რა დადებითი მხარეები აქვს ამ პროცესს;

 

7. მოგვეწოდოს ახალი მეთოდოლოგიით დაფინანსების (2016 წლის 30 დეკემბერის №638) პირობებში შესრულებული სამუშაოს ანგარიში;

 

8. უმოკლეს ვადაში გატარდეს ქმედითი ღონისძიებები არანებაყოფილებით და/ან იძულებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მკურნალობის, დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, რათა აღმოიფხვრას ფსიქიატრიის დარგთან შემხებლობაში მყოფ კანონმდებლობებს შორის დღეისათვის არსებული ხარვეზები.

 

9. გადაუდებლად დაიწყოს განხილვა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფისა და დაფინანსების საკითხებზე", - აღნიშნულია საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების მოთხოვნებში.

 

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებას მიაჩნია, რომ სამომავლოდ უმნიშვნელოვანესია დაიწყოს მსჯელობა შემდეგ საკითხებზე.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის დაფინანსების გაზრდა; ამბულატორიულ და სათემო სერვისებზე დაფინანსების წილის გაზრდა ფსიქიატრიის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტში; ფსიქიატრიული სერვისების ხარისხის სტანდარტების შემუშავება; ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდა ფსიქიატრიული სერვისების დაფინანსებაში; სტრატეგიული გეგმის შესრულების მონიტორინგი და ყოველწლიური ანგარიში", - აღნიშნულია მათ ინფორმაციაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner