რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში, სადაც დღეს, ქვეყანაში არსებული კორუფციის საწინააღმდეგოდ ოპოზიციის არასანქცირებული მიტინგი გაიმართა, ტრიუმფალურ მოედანზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი დააკავეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის ცენტრში ოპოზიციის მიერ გამართული არასანქცირებული აქციის ფარგლებში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.