logo_geo
eng_logo
ემზარ კვიციანი: ბოკერიას პარლამენტში ბევრი რამე გავახსენე და ხმაც ვერ გამცა!
- +

28 მარტი. 2017. 03:50


 

„აჭარაში მანდარინს რომ კრეფენ, ნაწილი ხეებზე რჩება და მას დაუკრეფავს ეძახიან. დაუკრეფავ „ნაციონალებში" იმ „ნაციონალებს" ვგულისხმობ, ამ პარტიაში რომ დარჩნენ. „ევროპული საქართველო" კი დაკრეფილი „ნაცები" არიან" , - ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ერთ­ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა „ახალ თაობას"  მიცემულ ინტერვიუსში ისაუბრა. როგორც კვიციანმა განაცხადა, გიგა ბოკერია „კაგებე"­სთან თანამშრომლობს.


„ბოკერია „კაგებე"­სთან თანამშრომლობს, მაგას მე პარლამენტში ბევრი რამე გავახსენე და ხმაც ვერ გამცა. დაირქვეს უსირცხვილოდ „ევროპული საქართველო" და ხალხის ნერვებზე თამაშობენ. მაგათ „რუსული საქართველო" უნდა ერქვას სახელად. კოდორის მოვლენების გამოძიებას მაგათ გარდა ხელს დაუკრეფავი „ნაციონალებიც" უშლიან", - აღნიშნა კვიციანმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner