logo_geo
eng_logo
პიტერ სიიარტო: საქართველო სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს
- +

31 მარტი. 2016. 11:09


უნგრეთი მხარს უჭერს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის მიმდინარე წელს გაუქმებას", - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტო საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ  განაცხადა.



მისი თქმით, საქართველო სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს.



საქართველოს მთავრობამ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა და შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას. სწორედ ამიტომ, უნგრეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის მიმდინარე წელს გაუქმდეს სავიზო მოთხოვნები. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭება ახალ იმპულსს შესძენს ევროპასთან პარტნიორობის პროგრამის განხორციელებას და დააჩქარებს იმ პროცესებს, რომლებიც გარკვეულწილად შენელებულია, კერძოდ, ვგულისხმობ ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ პარტნიორებს შორის ბოლოდროინდელ სავაჭრო ურთიერთობებს", - განაცხადა პიტერ სიიარტომ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner