logo_geo
eng_logo
მოსკოვში გამართულ მიტინგზე 900-მდე ადამიანი დააკავეს
- +

27 მარტი. 2017. 11:36



მოსკოვში გამართულ ანტიკორუფციულ მიტინგზე 900-მდე ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.


არასანქცირებულ დემონსტრაციაზე რუსული ოპოზიციის ლიდერი და აქციის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნიც დააკავეს, რომლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.


აქციაზე პოლიციელებიც დაშავდნენ. 33 წლის პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყეს დაუდგენელი საგანი. პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.


კორუფციის წინააღმდეგ მიმართული აქცია რუსეთის მასშტაბით გაიმართა. რამდენიმე კვირის წინ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციამ რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის კორუფციული გზით ქონების დაგროვების შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner