logo_geo
eng_logo
ფოლკლორის პოპულარიზაციის კონკურსი
- +

27 მარტი. 2017. 13:18



ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ბევრ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს. მათ შორის არის ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის მოფიქრებული სლოგანის შესარჩევი კონკურსი, რომელიც 27 მარტიდან 10 აპრილამდე ჩატარდება.


კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

მონაწილეობის პირობები:

✔ მოიწონეთ ფოლკლორის ცენტრის ოფიციალური FB გვერდი;

✔ კომენტარებში ჰაშთაგით - # დაწერეთ სლოგანის თქვენებური ვარიანტი.

✔ სლოგანის ვერსიები უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე

✔ FB-ის ერთ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ 3 სლოგანის გამოგზავნა.


გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 300 ლარს და ორ მოსაწვევს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება 2 სექტემბერს, შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner