logo_geo
eng_logo
„მორიგი სიცრუე „რუსთავი 2“-ის მხრიდან“ - ეკა ბესელია „რუსთავი 2“-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
- +

27 მარტი. 2017. 13:36



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

 

მორიგი სიცრუე რუსთავი 2"-ის მხრიდან :

 

გუშინ გადაცემა „P.S."-ში დევნილთა თემაზე მომზადებულ ცალმხრივ და არაობიექტურ სიუჟეტში იყო კიდევ ერთი აშკარა და მიზანმიმართული სიცრუე: სიუჟეტის ავტორმა თქვა, რომ თეკლა ხუციშვილს ეკა ბესელიას საადვოკატო ბიუროს ადვოკატი ლილი გელაშვილი იცავდა.

 

უკვე რამდენჯერმე იყო ეს არასწორი ინფორმაცია სხვადასხვა კონტექსტში გამეორებული.

 

კიდევ ერთხელ შევახსენებ ამ ტელევიზიას, რომ ჩემი საადვოკატო ბიურო 2012 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს, ადვოკატი ლილი გელაშვილი არ მუშაობს და არ აქვს ჩემთან არანაირი კომუნიკაცია 2013 წლიდან და მოვითხოვ, გაასწორეთ ეს ცრუ ინფორმაცია თქვენივე ეთერში!

 

შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რა მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტს. ფაქტზე მეტად მოტივაცია და მიზანია საყურადღებოწლებია, ეს ტელევიზია ცდილობს, პირდაპირ ან ირიბად, ჩემს მიმართ მიზანმიმართული მტრობა თუ მიუღებლობა გამოხატოს, ცრუ, ცილისმწამებლური და არაობიექტური  ინფორმაციებით. ზოგჯერ და უფრო ხშირად ღიად, ზოგჯერ ქვეტექსტებით, დააკავშიროს ჩემთან ყველა და ყველაფერი.

 

სხვათაშორის, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაევალა ცილისმწამებელ ელისაშვილს, რუსთავი 2"-გადაცემა არჩევანში" გაჟღერებული ცილისმწამებლური განცხადებები ამავე ეთერით უარყოს!

 

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რუსთავი 2" -მა ნეტა რატომ არ გააშუქა? სერიალებივით რომ გრძელდებოდა ცილისმწამებლური განცხადებები ჩემ მიმართ ამ არხზე, ამავე თემაზე სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ელისაშვილი ცილისმწამებლად გამოცხადდა, ნეტა რატომ არ მოექცა ამ ობიექტური" ტელევიზიის ყურადღების ქვეშ?" - წერს ბესელია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner