logo_geo
eng_logo
„არანაირი შანტაჟი და მუქარა საკრებულოს მხრიდან არ ყოფილა!“ - „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებული
- +

27 მარტი. 2017. 15:22


 

„არანაირი შანტაჟი და მუქარა არ ყოფილა, ცრუ ინფორმაციაა გავრცელებული", - ამის შესახებ „ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მანანა გერგედავამ „რეპორტიორს" განუცხადა. გერგედავა გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, დაზარალებულებს ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თუ საკრებულოს მიერ გამოყოფილ 3 000 ლარს არ აიღებდნენ, დახმარების გარეშე დარჩებოდნენ.


როგორც მანანა გერგედავამ „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და საზოგადოებაში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.


მისივე თქმით, დაზარალებულებს სახელმწიფოს მიმართ მადლობის მეტი არაფერი ეთქმით.


„ეს არის ცრუ ინფორმაცია. მე ჩემს საქმეზე დავურეკე ქალბატონ რიმა ბერაძეს და მითხრა, რომ თქვენთვის 3000 ლარი არის გამოყოფილიო. ამ ეტაპისთვის მთავრობას მეტი საშუალება არ აქვს. არანაირი შანტაჟი და მუქარა არ ყოფილა, ცრუ ინფორმაციაა გავრცელებული.

 

ჯერ ეს 3000 ლარი არ აგვიღია, თუმცა მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. რიმა ბერაძე გვერდით დაგვიდგა და ყველაფერი გააკეთა ჩვენთვის. რაც შესაძლებელი იყო, ის შემოგვთავაზა ხელისუფლებამ. რაც გაჟღერდა არის ცრუ იფნორმაცია, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ", - ამბობს გერგედავა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner