logo_geo
eng_logo
სირიაში რუსეთის ვერტმფრენი ჩამოაგდეს
- +

27 მარტი. 2017. 15:50



დაჯგუფება „აჰრარ აშ-შამი" ამტკიცებს, რომ სირიის ჩრდილოეთით, პროვინცია ლატაკიასთან რუსეთის ვერტმფრენი ჩამოადგეს.

ვერტმფრენი რუსული წარმოების იყო და არ ეკუთვნოდა რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსურ ძალებს.


ჯერ არ არის დაზუსტებული, შემთხვევის შედეგად დაიღუპა თუ არა ვინმე.


არსებული ცნობით, ვერტმფრენი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან, თურქეთის საზღვართან მდებარე რეგიონიდან ჩამოაგდეს.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ცნობას და აცხადებს, რომ სირიის არაბულ რესპუბლიკაში არსებული რუსეთის მფრინავი საშუალებები ყველა ბაზაზე იმყოფება ან დავალებას ასრულებენ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner