logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები დამსახურებულად ისარგებლებენ ისტორიული შედეგით, რასაც ევროპის მასშტაბით თავისუფალი გადაადგილება ჰქვია
- +

27 მარტი. 2017. 17:28



საგარეო სამეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის ამოქმედება მიულოცა.


ეს უნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც დაკავშირებული იყო დიდ რეფორმებთან და პოლიტიკურ მხარდაჭერასთან, დასრულდა. ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები დამსახურებულად ისარგებლებენ ისტორიული შედეგით, რასაც ჰქვია ევროპის მასშტაბით თავისუფალი გადაადგილება. ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ხალხის და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. წლების განმავლობაში განხორციელებულმა საკანონმდებლო და ინსტიტუციურმა რეფორმებმა საქართველო გახადა ევროპული ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სანდო პარტნიორი", - განაცხადა ჯანელიძემ.


მისივე ინფორმაციით, ხვალ ის პრემიერ-მინისტრთან და წარჩინებულ სტუდენტებთან ერთად გაემგზავრება ათენში, რის შემდეგაც ისინი ბრიუსელს ეწვევიან.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner