logo_geo
eng_logo
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ყველა პროკურორისა და პროკურატურის სისტემის გამომძიებლის გადამზადების პროცესი დაიწყო
- +

27 მარტი. 2017. 17:55



საქართველოს პროკურატურა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე გადამზადებას ყველა პროკურორი და პროკურატურის სისტემის გამომძიებელი მიმდინარე წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაივლის. გადამზადების მიზანი ანტიდისკრიმინაციის თემაზე მონაწილეების კვალიფიკაციის ამაღლება, ყოველდღიურ სამუშაო პრაქტიკაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობაა. გადამზადების კურსი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან" მხარდაჭერით ხორციელდება.


ორდღიანი სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან: დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ ეროვნულ სამართლებრივ და საერთაშორისო ნორმებს. პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებელ საკითხებად განიხილება: დისკრიმინაციის აკრძალვა სქესობრივი და გენდერული ნიშნით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები, რელიგიური, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაცია. ტრენინგზე სამართლებრივ ნორმებთან ერთად აქცენტი კეთდება ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე. სასწავლო პროცესი დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებით. 


პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა ტრენინგები საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, პროკურორებისა და პროკურატურის სისტემის გამომძიებლებისთვის. გადამზადების კურსების ფარგლებში დაიფარა კახეთისა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურები. საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის განხორციელებული 3 ტრენინგი კი ყველა ტერიტორიული ორგანოსა და შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის 65-ზე მეტმა წარმომადგენელმა გაიარა. ანტიდისკრიმინაციის თემაზე პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლების გადამზადების პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner