ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობას დააყენებს და ბრალდებულისთვის პატიმრობის შეცვლას მოითხოვს. ირმა ბრელიძის თქმით, პაპიძის მიმალვის საშიშროება არ არსებობს.
„ვიშუამდგომლებთ, რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი, მაგდა პაპიძე პატიმრობაში იმყოფდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მუხლი განსაკუთრებით მძიმეა, საქმეში მტკიცებულებათა უკმარისობაა და აქედან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, აღკვეთის ღონისძიება შეცვალოს", - აღნიშნა ადვოკატმა.