logo_geo
eng_logo
საქართველოს რეგიონი ევროკავშირის ინიციატივის „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები“ გამარჯვებული გახდა
- +

27 მარტი. 2017. 21:09


 

საერთაშორისო ექსპერტები საქართველოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონს კრეატიული პოტენციალისა და ტურისტული კუთხით მიმზიდველობის ამაღლებაში დაეხმარებიან.  ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონების" ფინალისტები ადგილობრივი კრეატიული ინდუსტრიების განვითარებისთვის მოქმედების კონკრეტულ გეგმას მიიღებენ.



მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, სხვა ფინალისტების მსგავსად, პროექტში „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები" (რომლის ინიციატორიცაა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და შემოქმედებითობა") მონაწილეობის მსურველთა 84 განაცხადს შორის შეირჩა. პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პატარა და საშუალო რეგიონებსა და ქალაქებში კრეატიული და კულტურული პოტენციალის ამაღლება.



მცხეთა-მთიანეთის რეგიონთან ერთად პროექტში მონაწილეოობას მიიღებენ აზერბაიჯანის შამქირის რეგიონი და ქალაქები: სისიანი (სომხეთი), სვეტლოგორსკი (ბელარუსი), ორხეი (მოლდოვა), კოსოვი (უკრაინა). შერჩეული ქალაქები და რეგიონები ისარგებლებენ ისეთი უპირატესობებით, როგორებიცაა: მათი კულტურული და შემოქმედებითი რესურსების ანალიზის ჩატარება, სექტორის განვითარების ინდივიდუალური გეგმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში პოპულარიზაცია და პრომოუშენი და აგრეთვე საერთაშორისო ექსპერტებთან მუშაობის შესაძლებლობა.



პროექტ „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონების" მიზანია მოსახლეობის,   ადგილობრივი ადმინისტრაციებისა და მეწარმეების ცნობიერების ამაღლება, თუ რა მნიშვნელობა აქვს კულტურასა და შემოქმედებით ინდუსტრიებს პატარა თუ საშუალო რეგიონებისა და ქალაქების სოციალური და ეკონომიკური განვითარების საქმეში.



მცხეთა-მთიანეთი: საქართველოს რეგიონი; ფართობი 6 786 კვ/კმ. შედგება ხუთი მუნიციპალიტეტისაგან; მოსახლეობის საერთო რაოდენობა 94 370 კაცი.



მცხეთა - რეგიონის მთავარი ქალაქი (დაარსებულია ჩვ.წ-აღმდე V საუკუნეში). მინიჭებულია აქვს ქალაქ-მუზეუმის სტატუსი. მის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე კულტურული ძეგლისა და ისტორიული მნიშვნელობის გამო, 1994 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. მის უმსხვილეს ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა: ჯვრის მონასტერი (VI ს.) და სვეტიცხოვლის ტაძარი (XI ს.).

რეგიონის მეორე ქალაქის დუშეთი, რომელიც პროექტ COMUS-ის პარტნიორია საქართველოში.


მცხეთა-მთიანეთის მთავარი მაგისტრალი საქართველოს სამხედრო გზა რეგიონის რამდენიმე რაიონზე გადის და კვეთს კავკასიონის ქედს. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარშრუტია საქართველოში ქვეითი ტურიზმისა და ალპინიზმის კუთხით. რეგიონის პოპულარობას განაპირობებს როგორც უძველესი არქიტექტურული ძეგლები, ისე სხვადასხვა კურორტები (რომელთა შორის ყველაზე ცნობილია გუდაური) და რთულად დასაპყრობი მთები.


რეგიონში მუშაობს კულტურის მრავალი საზოგადოებრივი და კერძო ორგანიზაცია. მაგალითად, გამოყენებითი ხელოვნების სკოლა და გალერეა, ფოტოსა და კინემატოგრაფის სკოლა-სტუდია, ოცამდე ფოლკლორული ანსამბლი და სხვ.


რეგიონის ხელისუფლებამ 30-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან მოაწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლებიც მზად არიან დახმარება გაუწიონ მას აღნიშნული ინიციატივის რეალიზაციის საქმეში.


აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთი ჯერჯერობით ერთადერთი რეგიონია საქართველოში, რომელიც 2030 წლამდე მდგრადი განვითარების სფეროში გაეროს პროგრამის რეალიზაციის წარმატებულ მაგალითად ქცევას ცდილობს.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner