ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. თბილისის საქალაქო სასაართლოში მიმდინარე პროცესზე მოსამართლის კითხვის პასუხად პაპიძემ განაცხადა, რომ ის დამნაშავე არ არის.
პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყო. ამ წუთებში სასამართლოს ბრალდების მხარე მტკიცებულებებს აცნობს.
მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს, დიღმის მასივში ახალგაზრდა მამაკაცისა და არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.