logo_geo
eng_logo
„რუსულად ნათარგმნი „გურული დღიურების“ ჰონორარი 2008 წლის ომში დაღუპულის ოჯახში უნდა გადაირიცხოს“
- +

27 მარტი. 2017. 22:19



საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე facebook-ის გვერდზე წერს, რომ რუსეთიდან, #გურულიდღიურები -ს გამოცემასთან დაკავშირებით რამდენიმე შემოთავაზება მიიღო.


„რამდენიმე შემოთავაზება მქონდა რუსეთიდან, #გურულიდღიურები -ს გამოცემასთან დაკავშირებით (წიგნი უკვე თარგმნეს რუსულ ენაზე). ჩემი პირობა მარტივია - საავტორო ჰონორარი უნდა გადაირიცხოს აგვისტოს ომში დაღუპული რომელიმე კონკრეტული ქართველი სამხედროს ოჯახში; თუ სკოლის მოსწავლეა მისი შვილი - სწორედ მის სახელზე. ეს ინფორმაცია აუცილებელია დაერთოს გამოცემას. ორ კვირაში ჩამოდის კიდევ ერთი გამომცემელი, რომელიც ფიქრობს, დათანხმდეს პირობას. ვნახოთ",-წერს კეკელიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner