ნარკოტიკული საშუალებების კანაფისა და მარიხუანას კანონით დადგენილი დიდი ოდენობა იცვლება. ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.
კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა იქნება 140 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, განსაკუთრებით დიდი ოდენობა - 1 000 გრამი, 250 გრამის ნაცვლად.
რაც შეეხება მარიხუანას, გამომშრალი დიდი ოდენობა იქნება 70 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, ნედლი დიდი ოდენობა - 140 გრამი, 100 გრამის ნაცვლად.
კანაფის და მარიხუანის კანონით დადგენილი მცირე ოდენობები უცვლელი რჩება. არ იცვლება გამომშრალი და ნედლი მარიხუანის განსაკუთრებით დიდი ოდენობები.
ცვლილებები ხორციელდება ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ კანონში.