ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში, მოქალაქე მ.ვ,-მ, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფით საქართველოს „წითელი ნუსხით" დაცული, გადაშენების პირას მყოფი სახეობა არჩვი (Rupicapra rupicapra) მოკლა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მ.ვ.-სა და მის თანმხლებ ა.გ.-ს სანადირო თოფები ჩამოართვეს. სამინისტროს ცნობით, გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 30 000 ლარი შეადგინა.
როგორც გარემოს დაცვის სამინისტროდან გვაცნობეს, საქმის მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.