logo_geo
eng_logo
Gem-Fest-ზე ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
- +

27 მარტი. 2017. 23:00



შპს Black Sea Arena Gem-Fest-ის ფარგლებში მოწვეულ არტისტებს 741 360 ევროს გადაუხდის, რაც ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის, 1 980 914 ლარი იყო.


10 მუსიკალური შემსრულებლის ჩამოსაყვანად ხელშეკრულება 20 მარტს, pet plus doo-თან გაფორმდა. ღონისძიება Check in Georgia-ს ფარგლებში ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონის ბულვარში საფესტივალო ტერიტორიაზე გაიმართება.


მუსიკალური შემსრულებლები, რომელებიც ამ ხელშეკრულების ფარგლებში ღონისძიებაში მონაწილეობენ, არიან: Paul Kalkbrenner, Solomun, Martin Garrix, Axwell & Ingrosso, Sander Van Doorn, Sunnery James & Ryan Marciano, Dubfire, Carlo Lio, Roger Sanchez და Dennis Ferrer.


ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომსახურების ღირებულება არ გაიზრდება და მოიცავს ყველა იმ ხარჯსა და გადასახადს, რომელიც უკავშირდება ხელშეკრულების განხორციელებას. შემსყიდველი მომსახურებას ეტაპობრივად მიიღებს და თანხასაც ეტაპობრივად გადაიხდის. მუსიკალურ შემსრულებლებს შორის ყველაზე ძვირი - 227 660 ევრო (608 308 ლარი) Martin Garrix-ის მონაწილეობით ღონისძიება ღირს, ყველაზე ნაკლები - 12 660 ევრო (33 828 ლარი) კი - Carlo Lio-ს მონაწილეობით.


Black Sea Arena სახელმწიფოსგან 6,5 მილიონი ლარის მომსახურების შესაძენად ნებართვას დახლოებით თვენახევრის წინ ითხოვა. შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციით, ამ თანხიდან, კომპანია 4,5 მილიონი ლარის ჰონორარისთვის დახარჯვას, დარჩენილი 2 მილიონის კი - კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის გეგმავდა.


ამავე პროექტის ფარგლებში, Black Sea Arena-ს Aerosmith-ის კონცერტის გასამართად სახელმწიფოსგან 5,5 მილიონი ლარის დახარჯვის უფლება აქვს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner