logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: მადლობა მთავრობას, რომ ეს დღე დადგა!
- +

27 მარტი. 2017. 23:35



არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა სოცლიალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ვზივარ სამზარეულოში და მოვთქვამ ცხარე ცრემლით...

მახსენდება ჩვენი აკრძალვებით სავსე ბავშვობა, ჯინსები, "დუტი კურტკები" და ბაიერის ასპირინი "ბარიგებთან", ფერად ტანსაცმელზე დასჯა სკოლაში, კასეტები "ბითლებით" და "აბბათი",სადაც შიშინი უფრო ისმოდა... ფანქრით გასწორებული ჩახვეული ლენტა, აკრძალული ლიტერატურა, სოლჟენიცინი და ბულგაკოვი... "მონანიების" ყურება ჩუმ-ჩუმად...

ჩვენი კისრებიდან ჩამოგლეჯილი ჯვრები,ალბათ დღესაც პირველი ექსპერიმენტულისკოლის სეიფშია... ნათლობა სახლში მალულად... დახვრეტილი ბიჭები და უღვინო ქორწილი 1986-ში... ყველა უცხოეთში წასვლის წინ გასაუბრებები "ზემოთ"... მადლობა ღმერთო, რომ ჩვენი შვილები სხვა საქართველოში იცხოვრებენ! მადლობა მთავრობას, რომ ეს დღე დადგა!

 ვემსახურები ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ოს!!!!", - წერს მოროშკინა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner