logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი კახიძეს: თუ დანაშაულის შესახებ ფაქტები გაქვთ და არ ამბობთ, ეს მძიმე დანაშაულია!
- +

28 მარტი. 2017. 01:00



„ქართული ოცნების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს ოთარ კახიძეს „tvპირველის" გადაცემა „ხალხის პოლიტიკაში" შემდეგი ტექსტით მიმართა:


„ვიღაცა ადამიანი კონკრეტული ფაქტების გარეშე ამბობდნენ რაღაცას, განსაკუთრებით ისეთი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია და ჩვენ იმიტომ კი არ ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, რომ აქედან ჩვენ რაღაცა სარგებელის მიღება გვინდა, არამედ მათ ჩვენ ვეხმარებით". სად ჩანს ეს, რომელ რიტორიკაში ჩანს? ასე ხელაღებით იძახდე, ან ვიღაცის ნათქვამს იმეორებდე, რომ სადღაც გაჩნდა კორუფცია და თან არც იმ ადამიანის სახელს და გვარს ამბობდე, არც კონკრეტულ ფაქტებს ამბობდე...

 

ეს პასუხისმგებლობის მქონე პარტიის პოლიტიკა არ არის. ეს ჩასაფრებული პოლიტიკაა, ჩემს კოლეგას ბატონ ოთარს (კახიძეს) თუ აქვს ფაქტები, თქვას. ბატონო ოთარ ეს ძალიან მძიმე დანაშაულია თუ თქვენ იცით რაიმე დანაშაულის შესახებ და მას მალავთ ეთერში და მხოლოდ იმის გამო ამბობთ რომ ოცნების ხელისუფლების დროს გაჩნდა კორუფცია. ეს არის ზღაპარი. გაქვთ კონკრეტული ფაქტი? თქვით! ვინც დასაჯელია, დაისჯება", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner