„ის, რაც ომს გადაურჩა, დღეს საოკუპაციო რეჟიმის რესტავრატორები ანადგურებენ".- ასე აფასებენ სპეციალისტები 2 ათას 500 წლის დიოსკურიის ციხე-სიმაგრეზე მიმდინარე სამუშაოებს.
როგორც აფხაზური ტელევიზიის რეპორტაჟიდან გაირკვა, საუკუნეების წინ ბერძნების მიერ ნაშენები კედლების მცენარეებისგან ამ გზით გაწმენდა მხოლოდ დასაწყისია. მოსკოვის ნებართვით უძველეს ციხე-სიმაგრეში თვის ბოლომდე მძიმე ტექნიკაც გამოჩნდება, რომელიც აფხაზი სპეციალისტების თქმით, არქეოლოგებს, ისტორიული შენობის გაწმენდაში დაეხმარება.
კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში 2 ათას 500 წლის ციხე-სიმასგრის თვითნებური აღდგენის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა ვიდეომტკიცებულება პირველად ნახეს.
„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა გადარჩენის კონკრეტული გეგმა არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, უმცირესობაში კი აცხადებენ, რომ ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნებიდან უნდა ისაუბროს.