ესენტუკის საქალაქო სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, არსენ იაცენიუკს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა,- ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელდა. სასამართლოს განმარტებით, იაცენიუკს ბრალად "შეიარაღებულ დაჯგუფება (ბანდაში) მონაწილეობა ან თავდასხმები" ედება.
„სასამართლომ იაცენიუკს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, არსენ იაცენიუკმა საკუთარ Facebook-ის გვერდზე აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ ფაქტი სრული სისულელეა.
„ეს, რა თქმა უნდა, სრული სისულელეა. მაგრამ ასევე გააზრებული სცენარი. კრემლს სურს უკრაინელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის მექანიზმები აამოქმედოს",-წერს იაცენიუკი.