logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ფეხბურთი არის ბიზნესიც და არის პოლიტიკაც...
- +

28 მარტი. 2017. 03:16



„საქართველოსთვის ფეხბურთი იყო პოლიტიკა, საბჭოთა იმპერიაში ქართული თვითმყოფადობის დამკვიდრების საშუალება", - ამის შესახებ ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს და ქართული ფეხბურთის გამოსწორების მექანიზმზე საუბრობს. როგორც უძილაური აღნიშნავს, ფეხბურთი ქარვასლად არის გადაქცეული და ქარვასლა დასახურია.


„ფეხბურთი არ არის მხოლოდ სპორტი. ფეხბურთი არის ბიზნესიც და არის პოლიტიკაც. საქართველოსთვის ფეხბურთი იყო პოლიტიკა, საბჭოთა იმპერიაში ქართული თვითმყოფადობის დამკვიდრების საშუალება, „დინამო" იყო ქართული იარაღი, ქართული ჯარი და ეროვნული სიამაყე. დღეს ჯარი გადაქცეულია ქარვასლად, რომელშიც ფეხბურთელები ვიტრინაში გამოფენილი მანეკენებივით იყიდებიან სხვადასხვა კლუბებზე და დრო აღარ რჩება არც „დინამოსთვის", არც ნაკრებისთვის. რჩება მხოლოდ გულგატეხილი ქართველი გულშემატკივარი და გამარჯვებებს (თუნდაც საფეხბურთო ფრონტზე) დანატრებული საქართველო.

 

გამოსავალი? ფეხბურთის ექსპერტობისგან ძალიან შორს ვარ, არ ვიცი. თუმცა, მცოდნე ექსპერტებისგან ფეხბურთი 30 წელია ვერ გამოსწორდა. შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტა ექპერტებისგან ვერ მოხდება. ჯერ გასარკვევია, რა არის ქართველი გულშემატკივრების/მოქალაქეების დაკვეთა. თუ დაკვეთაა ჯარი და არა ქარვასლა, მაშინ ქარვასლა დასახურია და დასაწყებია ჯარის შექმნა, დასაწყებია უბნის მოედნებიდან, ბავშვებიდან და სკოლებიდან", - წერს უძილაური.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner