„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„პანთეონებზე საუბრისას ქვეყნის დიდი პატრიოტი და მამულშვილი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე გამახსენდა.
1988 წელს საბურთალოს ჩვეულებრივ სასაფლოზე დაკრძალული დღესაც ყველას ახსოვს და უყვარს. დღესაც ყველას ახსოვს მის მიერ გაკეთებული უამრავი ეროვნული საქმე, აშენებული ქალაქები და სოფლები, სტრატეგიული ობიექტები. მისი გარჯისა და ბრძოლის შედეგად გადასახლებას გადარჩენილი ქართველი ერი.
ადამიანებს არა პანთეონები არამედ მათ მიერ გაკეთებული საქმეები უკვდავყოფენ", - წერს მჟავანაძე.