logo_geo
eng_logo
„სააკაშვილის მსტოვრებისგან მარგველაშვილმა კიდევ ერთი დავალება მიიღო...“ - ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადება
- +

28 მარტი. 2017. 11:37




„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „ასავალ-დასავალს" პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბაქოში ვიზიტზე ესაუბრა და გამოცემას ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა. მჟავანაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მარგველაშვილმა ბაქოში ვიზიტის დროს, სააკაშვილის „მსტოვრებისგან" დავალება მიიღო. მჟავანაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი 2017 წლის აპრილში საკონსულტაციო საბჭოს შექმნას აპირებს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდებიან. მისივე თქმით, საკონსტიტუციო საბჭოში გაერთიანებული პირები ქვეყანაში დესტაბილიზაციაზე იმსჯელებენ.


„16 მარტს, მოგეხსენებათ, მარგველაშვილი ბაქოში იყო ჩაბრძანებული და ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილის მსტოვრებისგან მან იქ კიდევ ერთი დავალება მიიღო. როგორც ჩანს, იმ 28 ათას ფაილში არსებობს რაღაც კადრები, სადაც პრეზიდენტი მარგველაშვილი კომპრომეტირებულია! ჩემი ინფორმაციით, 2017 წლის აპრილში მარგველაშვილი აპირებს შექმნას პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც გაერთიანდებიან პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ საკონსულტაციო საბჭოში იმსჯელებენ არეულობებისა და დესტაბილიზაციის შესახებ და დაგეგმავენ მას! პრეზიდენტი არის ქართული სახელმწიფოსა და მისი უსაფრთხოების მტერი ! ვინც კი ხელისუფლებაზე განაწყენებულია, მარგველაშვილმა ყველა დაასაქმა, ყველას ხელფასი მისცა და გულში ჩაიხუტა. მას შემოკრებილი ჰყავს 9 პარტია, სინამდვილეში კი, 9 კაცი და აწყობს არეულობის გეგმებს! იმისათვის, რომ ხელისუფლებამ მსგავსი არეულობა თავიდან აიცილოს, აუცილებელია ნიკა რურუასა და „ნაცმოძრაობის" იმ ლიდერების დაპატიმრება, რომელთა კვალიც ბათუმის მოვლენებში აშკარად იკვეთება!" - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner