logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოქალაქეებს ვიზა-ლიბერალიზაციას ულოცავს
- +

28 მარტი. 2017. 11:38



საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოქალაქეებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას ულოცავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის facebook-გვერდზეა აღნიშნული.  

Description: https://scontent-fra3-1.xx.fbcdn.net/v/t1.0-9/p720x720/17626610_1325656030858803_7614852261197554184_n.jpg?oh=13f3b6cf6841e6a5fdc52cfa0c0e2663&oe=595AA755




შეგახსენებთ, საქართველოსთვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლა 28 მარტის დადგომისთანავე, ძალაში შევიდა.


საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლას 180 დღიდან 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.


საქართველო 61-ე ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობა შეეძლება.


საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას 2 თებერვლის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 553 დეპუტატმა 66-ის წინააღმდეგ, 28-მ თავი შეიკავა.


მას შემდეგ, რაც საქართველომ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, ევროკომისიამ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, დადებითი რეკომენდაცია მისცა. მოგვიანებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ე.წ. შეჩერების მექანიზმი, რაც გულისხმობს, რომ თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს 6 თვის განმავლობაში შეექმნება გარკვეული სახის პრობლემები, რომლებიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდება, და ამ პრობლემებს თავად ვერ გაუმკლავდა, უფლება ექნება, მიმართოს ევროპულ კომისიას თხოვნით, რომ მესამე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მოქმედება დროებით შეაჩეროს. თუ ევროკომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ მესამე ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი 6 თვის ვადით შეჩერდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner