logo_geo
eng_logo
„სწრაფად გამოავლინეთ ის ადამიანები, რომლებიც კადრებს ავრცელებენ“ - ელისო ჩაფიძე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს
- +

31 მარტი. 2016. 12:44


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული ფაქტები დროულად გამოიძიონ.



კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს პროკურატურას, შესაბამის ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად იქნენ გამოვლენილი ის ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ. ვიცით, რომ ეს რთულია, მაგრამ აუცილებელია. ვიცით, რომ უკვე შემოსულია არმენტში პროექტი სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს პირველ რიგში, ასეთი მასალის მოპოვების, შენახვისა და გავრცელებისთვის პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას. ეს კანონი ძალიან მალე შევა ძალაში და ის იქნება მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner