logo_geo
eng_logo
საქართველოდან ევროპის დედაქალაქებში პირდაპირი რეისით მიმავალ მგზავრებს აეროპორტებში საქართველოს კონსულები დახვდნენ
- +

28 მარტი. 2017. 12:12



ევროკავშირის სივრცეში პირველი უვიზო მგზავრები მიიღეს ვარშავაში, ბუდაპეშტში, სალონიკსა და  ლარნაკაში. ოთხივე ქვეყანაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები, მინისტრის პირადი ინიციატივით, ადგილზე დახვდნენ  ერთ-ერთ პირველ ქართველ მგზავრებს. უნგრეთში, კონსულის მოვალეობის შემსრულებლის ბექა მაკარიძის განმარტებით, უნგრელი მესაზღვრეები განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ საქართველოს მოქალაქეების მიმართ.


„ბუდაპეშტში ქუთაისიდან პირველი რეისი 06:35 საათზე შესრულდა. პირადად დავხვდი ქართველ მგზავრებს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, სადაც შესაძლებლობა მქონდა, თვალი მედევნებინა ამ პროცესისთვის. თითოეულ მათგანს მივულოცე  ეს ისტორიული დღე, რომელსაც სრულიად საქართველო დიდი ხანია ელოდა. აღსანიშნავია, რომ უნგრელი მესაზღვრეები განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ საქართველოს მოქალაქეების მიმართ", - განმარტავს ბექა მაკარიძე.


პოლონეთში საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებლის ქეთევან ესიაშვილის განმარტებით კი, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს საზღვრის კვეთის პროცესში არანაირი პრობლემა არ შექმნია . „პოლონეთში ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს, აეროპორტში პირადად დავხვდი და გავესაუბრე. ყველა მათგანმა დაბრკოლების გარეშე გადალახა საზღვარი. აღსანიშნავია, რომ პოლონელი მესაზღვრეები კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ ქართველი მგზავრების მიმართ. საღამოს,  მგზავრთა მეორე ნაკადს ველოდებით, რომლებიც ქუთაისიდან გამოფრინდებიან პირდაპირი რეისით", -აცხადებს ქეთევან ესიაშვილი.



 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner