თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადადების თაობაზე მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შესაბამისად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისამდე გადაიდო.
პროკურატურამ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიმართა, რის საფუძვლადაც საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაასახელა.