logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიჯნა!..
- +

28 მარტი. 2017. 13:10



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ ისაუბრა, რომელიც ძალაში დღეს შევიდა. ჟორჟოლიანის თქმით, საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით ვიზა-ლიბერალიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს.


„ჩვენი ინტეგრაციის მიმართულებით ვიზა-ლიბერალიზაცია მნიშვნელოვანი მიჯნაა, ასევე ევროპული წესების დამკვიდრების მიმართულებით. ჩვენი მოქალაქეები შეუზღუდავად შეძლებენ გადაადგილებას, ვიზა-ლიბერალიზაცია ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკურ, ასევე, კულტურულ განვითარებას და, ზოგადად, კულტურების ურთიერთშეხებას. კიდევ უფრო მეტად განვითარდება საგანმანათლებლო და ინფორმაციული სფერო, ასე რომ, მე მგონია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიჯნა, რომელიც ჩვენ გავიარეთ და, რომელსაც ბევრი დადებითი მხარე ექნება.

 

რასაკვირველია, ყველაფერს აქვს უარყოფითი მხარე, თუნდაც ის, რომ ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძლება დატოვოს საქართველო, თუმცა, უარყოფითი მხარე იქნება მინიმუმამდე დაყვანილი", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner