logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: მოვითხოვოთ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება!
- +

28 მარტი. 2017. 13:56



„31 მარტს, 16:00 საათზე, მობრძანდით საქართველოს პარლამენტთან, ერთად მოვითხოვოთ ზვიად გამსახურდიას საქმის ობიექტური გამოძიება", - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების" ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამსახურდია აღნიშნავს, საქმე 1994 წლის თებერვლიდანაა აღძრული, თუმცა რეალური საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.


„31 მარტს მოვითხოვოთ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება. გამოძიება, რომელსაც არ დაადგა ბოლო. მოვითხოვოთ 1991-1993 წლების სამხედრო კრიმინალური გადატრიალების სახელმწიფო დონეზე შეფასება.

 

ზვიად გამსახურდიას საქმე აღძრულია 1994 წლის 21 თებერვლიდან და დღემდე არ დახურულა, მიმდინარეობდა მხოლოდ გამოძიების იმიტაცია, რეალურად ხდება ადამიანების მოწვევა, მხოლოდ იმიტომ, რომ მოისმინონ მათი მოსაზრებები.

 

რაც შეეხება მთავარი მოწმეების დაკითხვას, ამ შემთხვევაშიც გამოძიების იმიტაციასთან გვქონდა საქმე. საქმეში ასამდე შეუსაბამობა და წინააღმდეგობაა", - ამბობს გამსახურდია.


გამსახურდია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაში იდენტიფიცირებულები არიან მაშინდელი შსს-სა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, თუმცა მათი დაკითხვა არ მომხდარა.


„საქმეში იყო კიდევ ერთი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფი და 1994-2004 წლების გამოძიებაში ისინი საერთოდ არ ფიგურირებენ. ეს ჯგუფი ექვემდებარებოდა პოლიციის გენერალს, რომელიც ზვიად გამსახურდიას დევნის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ. ჩვენ დავადგინეთ სახელები და გვარები იმ ადამიანებისა, რომლებიც კანონიერი ხელისუფლების მომხრეები იყვნენ, თუმცა გადაბირებულნი იქნენ ამ გენერლისა და უშიშროების თანამშრომლების მიერ", - ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner